უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარას ეცნობიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სტუმრები ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ, ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ხვდებიან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის შემდეგ, უკრაინელი სტუმრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ქედის მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან. საოჯახო მარნებში მათთვის ფოლკლორული შოუ და ადგილობრივი სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართება. ინფოტურის მონაწილეები აჭარას 15 აპრილს დატოვებენ.

„უკრაინიდან აჭარის რეგიონში მოგზაურების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს უკრაინიდან აჭარაში 44%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, წამყვანი ტურისტულის სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები რეგიონს ხშირად სტუმრობენ. 2018-2019 წლებში, ჯამში რეგიონმა სამიზნე ქვეყნებიდან 1000-ზე მეტ ჟურნალისტსა და ტურისტულ სააგენტოს უმასპინძლა,” - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა