გორში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კაპიტალურად შეკეთდება შიო მღვიმიელის ქუჩის 150 მეტრიანი მონაკვეთი, რომლიც მდინარე მეჯუდის სანაპიროს მიუყვება, მათი ინფორმაციით, ქუჩის სიგანე 17 მ, ხოლო ფართობი 2000 კვმ-ია.

გორის მერიის ცნობით, რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, ხიდი და ხიდზე ასასვლელი კიბე. მოეწყობა ბეტონის ბორდიურები, პანდუსები, მდინარის სანაპირზე კი დამონტაჟდება დეკორატიული მოაჯირები. გასუფთავდება და მიწით შეივსება გაზონები.

„ამ ქუჩებს ათეული წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. ძალიან ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა გასულ წელს და ეს პროცესი გრძელდება,“ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერიის ინფორმაციით, მოეწყობა ასევე ბუხაიძის, ყიფიანის, კახნიაშვილისა ქუჩები.

„328 მეტრიან ბუხაიძის ქუჩაზე მოეწყობა გზის ახალი საფარი, ახალი ბეტონის ჩამკეტი ბორდიურები, ეზოებში შესასვლები. ყიფიანის (ტყვიავის ქუჩის კვეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით) ქუჩის 404 მეტრიან მონაკვეთზე ავტომობილების სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა, ასევე, ახალი ბეტონის ბორდიურები და საგზაო ნიშნები. სამივე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა ერთი ტენდერით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულება 745 630 ლარია.

აქტიურად მიმდინარეობს სუხიშვილის ქუჩის პარალელური, კვარტალური, 708 მეტრიანი გზის სარებილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 306 600 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „არქმშენსტუდია 2002" მიმდინარე სამუშაოები სექტემბრამდე უნდა დაასრულოს.

335 მეტრი სიგრძის კახნიაშვილის ქუჩაზე პროექტის მიხედვით დაგეგმილია ქუჩის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტირდება, როგორც სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები. მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 350 000 ლარია, აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულდეს,“ -ნათქვამია გორის მერიის ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო