გუბაზ სანიკიძე „დაიცავი საქართველოზე“ - ეკლექტური გაერთიანებაა, ზოგი აკრიტიკებს  ივანიშვილს, ზოგი - არა, თვითონ უნდა შეთანხმდნენ,  რა უნდათ

„მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ეკლექტური გაერთიანებაა, ზოგი აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, ზოგი - არა. ჯერ შიგნით უნდა შეთანხმდნენ, რა უნდათ,“- ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი შეფასებით, პირველ რიგში, ამ ორგანიზაციის წევრები პრიორიტეტებზე უნდა შეთანხმდნენ და საერთო აზრზე ჩამოყალიბდნენ.

„დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ჯერჯერობით დიდი შთაბეჭდილება არ მაქვს. მე მგონი თვითონაც არ აქვთ დიდი შთაბეჭდილებები. დანარჩენს გვაჩვენებს მომავალი, თუ რას და როგორ აპირებენ. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რას იტყვიან, როგორ იტყვიან და რა იქნება პრიორიტეტი.

სააკაშვილი და ივანიშვილი არ გვინდაო ამბობენ, მაგრამ ეგ უფრო სურვილია. მთავარია, როგორ განახორციელებენ ამას. ეკლექტური გაერთიანებაა, ჯერ ორგანიზაციულადაც არ არიან ჩამოყალიბებული. ზოგი ერთ განცხადებას აკეთებს, ზოგი - მეორეს, ზოგი ბიძინა ივანიშვილს აძაგებს და აკრიტიკებს, ზოგი - არა. ამიტომ თვითონ უნდა შეთანხმდნენ შიგნით, რა უნდათ. უახლოესი თვეები გვაჩვენებს, რას აპირებენ,“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს