რუსთავში, აქციის მონაწილეებმა მუშებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მშენებლობის პროცესი შეაჩერებინეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მანქანას გზა გადაუკეტეს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ციხის მშენებლობის შიდა ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მათ მუშებს მშენებლობის პროცესი შეაჩერებინეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მანქანას გზა გაუკეტეს.
აქციის მონაწილეები ამ დრომდე მშენებლობის ტერიტორიაზე რჩებიან, ისინი ადგილზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მისვლას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები სასჯელაღსღულების დაწესებულების მშენებლობის შეჩერბას ითხოვენ.

























