საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთავი-გამარჯვება-გაჩიანის გზა გადაკეტეს

რუსთავში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთავი-გამარჯვება-გაჩიანის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. მძღოლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სატვირთო მანქანის მძღოლთან ფიზიკური დაპირისპირება სცადა, თუმცა ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს და მის დაკავებას შეეცადნენ, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე გაწევ-გამოწევა მოჰყვა.
ადგილზე მობიზილებულები არიან სამართალდამცავები. აქციის მონაწილეები ციხის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

























