აქციის მონაწილეები თეა წულუკიანს 24-საათიან ვადას აძლევენ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე

აქციის მონაწილეები თეა წულუკიანს 24-საათიან ვადას აძლევენ, რომ მიიღოს  გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე

რუსთავში, იუსტიციის სახლთან ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები იშლებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სამოქალაქო აქტივისტის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 24-საათიან ვადას აძლევენ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივისტები ვადის ამოწურვის შემდეგ უფრო ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობას აანონსებენ.

ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებელები სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებენ.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრს 24 საათიანი ვადა მისცეს