ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქციაზე შეუძლოდ გახდა ბესიკ დგებუაძის დედა.

დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მისი შვილი 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და დღემდე სხეულში ორი ტყვია რჩება.

როგორც ვლადიმერ დგებუაძე ამბობს, პოლიცია ბესიკ დგებუაძისგან ითხოვს დაასახელოს, თუ ვინ ესროლა, თუმცა ვლადიმერ დგებუაძის მტკიცებით, ეს ინფორმაცია მის შვილს არ აქვს.

საქმეზე, რომელშიც დგებუაძე ფიგურირებს, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს დააკავეს. დგებუაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს დაკავებულს გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით კი, ბესიკ დგებუაძე ისევ დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

აქციას დგებუაძის ოჯახის წევრები სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მეორე დღეა მართავენ.

იხილეთ ვიდეო: შეხლა-შემოხლა და წივილ-კივილი ზუგდიდში - ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა