ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან აქციის მონაწილეები დღეს დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ

ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამეგრელი-ზემო სვანეთის პოლიციის შენობიდან რაიონულ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. ისინი დღეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქუჩას კვეთდა.
ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია ორი დღეა მიმდინარეობს. სამხარეო პოლიციის შენობასთან დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით ზუგდიდში დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

























