აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და საპროტესტო აქციის მონაწილეები  შეთანხმდნენ, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის უწყებაში  შეხვედრას გამართავენ

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე შეთანხმდნენ, რომ 15 აპრილს, 12:00 საათზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავენ. როგორც ზაალ მიქელაძემ განაცხადა, შეხვედრა დაზარალებული ოჯახების პირველი რიგის ნათესავებთან შედგება და მათთან ერთად შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.

შეკრებილების განცხადებით, აჭარაში ექიმების დაუდევრობით მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, მათ ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძეს კონკრეტულ ფაქტები გააცნეს და კითხვები დაუსვეს.

შეგახსენებთ, აქციას ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები მართავდნენ, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილთა ახლობლებმა ბათუმში პროტესტის ნიშნად გმირთა ხეივანთან გზა გადაკეტეს და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. სამართალდამცავებმა გზა გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა. გარდაცვლილთა ახლობლებმა ზაალ მიქელაძეს რამდენიმე მოთხოვნა გააცნეს, მათ შორის, პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო