გორში „დედაენის“ დღე აღნიშნეს

გორში „დედაენის“ დღე ტრადიციულად სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში აღინიშნა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და მათთან ერთად დედა ენაზე, მის ავტორსა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნოებს, 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული მოვლენებთან დაკავშირებით მუზეუმში კონფერენცია გაიმართა.

მათივე ინფრომაციით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებმა დედა ენასთან დაკავშირებით ნახატები დახატეს და სკვერის ტერიტორიაც მოხატეს. პატარები აქტიურად ჩაერთვნენ „ასოთწყობის“ თამაშშიც.

„დედაენის“ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სკოლის მოსწავლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

გარდა ამისა, დედა ენის დღეს დაჯილდოვდნენ ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებიც. კონკურსებში „საუკეთესო მოქართულე“ და „ხელნაწერი წიგნი“ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები მოეწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. საზოგადოების მტკიცე მოთხოვნისა და პროტესტის შედეგად კი ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს