გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

ზესტაფონის მერობისთვის პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. გოგი წულაია ამომრჩევლებს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარუდგინა.

წარდგენას პარტიის წევრები და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდნენ. მათი თქმით, მთავარი მიზანია, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს და დასრულდეს „ქართული ოცნების" მმართველობა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან თვითმმართველობების უფლებების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერო წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში. ზესტაფონლებს არ დავპირდები რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა