ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე გასაცნობად, ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს წევრებმა გიორგი ფერაძემ და ირაკლი კვირკველიამ მორიგი შეხვედრა სოფელ საკირეში და სოფელ ტაძრისში გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში, გასულ წელს განხორციელებული მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებისთვის მოსახლეობამ ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ გზა დარჩენილ მონაკვეთებზეც დაიგება.

მერმა დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას წელსაც, სწორედ გზების კეთილმოწყობის აქტიურ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ სოფლებში ჯამში 3 კმ-მდე გზა დაიგება, ამასთანავე, ორივე სოფელში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება, სოფლის პროგრამებით, სოფელ საკირეში გარე-განათება გაკეთდება, ტაძრისში კი სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სოფელ ტაძრისში ადგილობრივი დაფინანსებით, სკვერიც მოეწყობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წელს დაგეგმილი პროექტებისათვის ჯამში 1 მლნ 500 000-ზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ლევან ლიპარტიას თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შეხვედრაზე გამოვლენილი სხვა საჭიროებები დადებითად ეტაპობრივად გადაწყდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა