ბათუმში ბოლო ორ წელში დაღუპული პაციენტების ახლობლები დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ

ბათუმში, ბოლო ორ წელში გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს შეხვდნენ. ისინი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, ასევე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ცენტრალურ მთავრობაში შესაბამის უწყებებში შუამდგომლობა სთხოვეს.

დღევანდელი შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ექიმების არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის შედეგად აჭარაში ბოლო ორი წლის განმავლობაში რვა ადამიანი გარდაიცვალა.

„ვიღაცამ ხომ უნდა გაგვცეს პასუხი, რომელიმე უწყებისგან ხომ უნდა მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, გამოძიებები მიდის, დუმს რეგულირების სააგენტო, დუმს პროკურატურა, არავინ იცის ვინ იქნება შემდეგი“, - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელმა, ლია ლომთათიძემ.

თავის მხრივ, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ ერთობლივი წერილი მომზადდება, რომელიც ცენტრალურ მთავრობაში გაიგზავნება.

„დაღუპული პაციენტების ახლობელთა გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის დახმარებით მომზადდება წერილი, განისაზღვრება ადრესატი უწყებები, აღიწერება დაღუპულთა ოჯახების მოთხოვნები და ოფიციალური წერილი მიეწოდება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადრესატ უწყებებთან შუამდგომლობის მიზნით. დაღუპულთა ოჯახის წევრების მთავარ მოთხოვნას საპარლამენტო კომისიის შექმნა და შემთხვევების დეტალურად შესწავლა წარმოადგენს“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გარდაცვლილთა ახლობლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო