ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურაში მერობის კანდიდატად დავით ჭუმბურიძე წარადგინეს

მერის შუალედურ არჩევნებში, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურაში, ორგანიზაცია "მომავლის ჭიათურა"-ს დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე წარადგინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით ჭუმბურიძეს მხარს "ევროპული საქართველო", "თავისუფალი დემოკრატები" და "შენების მოძრაობა" უჭერენ.

ჭიათურის მერობის კანდიდატმა დავით ჭუმბურიძემ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე, მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე ისაუბრა. თავის მხრივ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

„დღევანდელ ხელისუფლებას 7 წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ჭიათურას სჭირდება ცვლილებები და ამიტომ უჭერს მხარს „ევროპული საქართველო“ ახალგაზრდების გუნდს, ადგილობრივ გუნდს, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რომ შეცვალოს ცხოვრება ჭიათურაში და მთელ საქართველოში. ცვლილებების მოდის არჩევნების გზით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა