რუსთავში აქციის ორგანიზატორები სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით კარვების გაშლას და გზის გადაკეტვას არ გამორიცხავენ

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში დაწყებული სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ნინო გოგინაშვილმა განაცხადა, საინიციატივო ჯგუფმა აქციის გამართვის ნებართვის წერილით რუსთავის მერიას მიმართა.

,,დღეს საღამოს ვიკრიბებით და გადავწყვეტთ, პროტესტის რა ფორმას მივმართავთ, შესაძლოა კარვები გავშალოთ და გზაც გადავკეტოთ. რუსთავის მერიას დღეს მივმართეთ წერილით - 19 აპრილს, 15:00 საათზე, მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლთან აქციის გამართვის ნებართვას ვითხოვთ“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ნინო გოგინაშვილმა.

რუსთავის ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მეორე კვირაა სლოგანით - ,,არა ციხეს“, სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ ჭყონდიდელის დასახლებიდან იუსტიციის სახლამდე, ფეხით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, მათ რამდენიმე ადგილზე საავტომობილო გზაც გადაკეტეს. გზის გადაკეტვას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთავში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ჩასვლას და მასთან შეხვედრას მოითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მშენებლობის პროცესის განახლებას არ დაუშვებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა