დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მე ვანგრევდი სასამართლოს, მე ვუთხრიდი მის ავტორიტეტს ძირს

პატივცემულო ბიძინა, 2015 წლის დეკემბერში, როცა მურუსიძე ახალი ვადით დაინიშნა, იყო თუ არა, ჩვენს შორის, სერიოზული კონფლიქტი, ჯერ ტელეფონზე და მერე ერთ-ერთზე? ვეკითხები ახლა და აქეთ მიპასუხოს, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ეს განცხადება უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც პარტიიდან წასულებს კითხვით მიმართა, თუ რატომ გაახსენდათ ახლა ლევან მურუსიძე.

„თუ მე დამისვა ეს შეკითხვა, ახლა ვპასუხობ, პატივცემულო ბიძინა, 2015 წლის დეკემბერში, როცა მურუსიძე გადაინიშნა ახლად, ძველი ვადა დაუმთავრდა და ახალი ვადით დაინიშნა, იყო თუ არა ჩვენს შორის სერიოზული კონფლიქტი ჯერ ტელეფონზე და მერე ერთი-ერთზე. ვეკითხები ახლა და აქეთ მიპასუხოს, ამომიღია თუ არა ხმა. თუ მეკითხები, აქამდე სად იყავიო, გპასუხობ. თუ რამე სხვა კითხვა გაქვს კიდევ, აბა დასვით და გიპასუხებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ტელეწამყვანმა მას ასევე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა, მაშინ ბიძინა ივანიშვილს შალვა შავგულიძეზე იგივე მოსაზრება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატალევიზიო ინტერვიუში გაახმოვანა.

ბიძინა ივანიშვილმა მაშინ მოიკლა თავი შავგულიძეზე, ჩემი პარტიის სახელით უნდა გავიდეს არჩევნებშიო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ სასამართლოს თავად უსუფაშვილი ანგრევდა.

„ბიძინას პირადად დავურეკე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რომ ეს იყო იმის წინააღმდეგი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით და ეს სასამართლო სისტემას ძალიან ცუდ დღეში ჩააყენებდა. ეს იყო ის დღე, როცა გიორგი კვირიკაშვილის ახალ მთავრობას

ვამტკიცებდით პარლამენტი ქუთაისში. ივანიშვილმა მითხრა, რომ მე ვანგრევდი სასამართლოს, რომ მე ვუთხრიდი მის ავტორიტეტს ძირს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს