რუსთავში აქტივისტებმა მშენებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან კარვები გაშალეს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მშენებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან კარვები გაშალეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ახალგაზრდების ჯგუფი კარვებში 24 საათის განმავლობაში დარჩება. მათი მოთხოვნა უცვლელია - შეჩერდეს ციხის მშენებლობა. აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურნენ.

"თეა წულუკიანს ჩვენ მივეცით 24 საათიანი ვადა. წულუკიანმა გვიპასუხა ძალიან ცუდად, რატომღაც მან ჩვენი აქცია აღიქვა, თითქოს ულტიმატუმებით ვესაუბრებოდით. არა, ეს იყო უბრალოდ ჩვენი მოთხოვნა, რომ მოექცია ყურადღება. თუ კი მას ასეთი საუბარი არ მოსწონს, მაშინ ვცადოთ მეორედაც და ქალბატონ თეა წულუკიანს ვთხოვთ, რომ არ ააშენოს აქ ციხე. მანამდე , სანამ ჩვენი თხოვნა არ იქნება შესრულებული, ჩვენ აქ გავშლით კარვებს, ყოველდღიურად მოვუწოდებთ რუსთავს და რუსთაველებს, ადამიანებს, რომელთაც სოლიდარობა აქვთ ჩვენს მიმართ, შემოგვიერთდნენ. დამერწმუნეთ, ყოველდღიურად აქ ადამიანების და კარვების რაოდენობა გაიზრდება და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ჩვენს თხოვნას არ დააკმაყოფილებს თეა წულუკიანი“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა და საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი გზირიშვილმა.

ციხის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებმა ორი კარავი გაშალეს.. ადგილზე სამართალდამცავები იყვენენ მობილიზებულები. საპროტესტო აქცია ჭყონდიდელის დასახლებაში დილიდან კვლავ განახლდება, გზირიშვილის განცხადებით, მათ ხვალ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება. მისივე თქმით, თუ ამ ფორმით პროტესტი შედეგს არ გამოიღებს, არ გამორიცხავს რადიკალურ ზომებს, კერძოდ, შიმშილობის გამოცხადებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა