ტაქსის მძღოლების განცხადებით, თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს

ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ დღეს ტაქსის მძღოლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

ამასთან, ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, ნუ გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს იქამდე, ვიდრე ტაქსების მძღოლები დედაქალაქის მთავრობასთან სამუშაო პროცესს არ დაასრულებენ.

„საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში და ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. ვართ მერიასთან მოლაპარაკებების რეჟიმში, რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და მიმდინარეობს პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება, ვთანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ. ყველა პოლტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ", - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალერი ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა მერიასთან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნას რეგულაციების გადადების თაობაზე, საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებითაც შეთანხმება იქნება მიღწეული.

რაც შეეხება აქციებს, ვალერი ქადაგიშვილის თქმით, ტაქსის მძღოლები გეგმის მიხედვით 18 აპრილს შეიკრიბებიან და საკუთარ თანამოაზრეებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.

იხილეთ ვიდეო: ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა