ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ვაშლოვანის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მოადგილემ ბუბა ბერიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა ვაშლოვანის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ადგილზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის საფარის მოწყობამდე გრუნტის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.

„როგორც მერმა აღნიშნა, დასახლებაში 1 კმ-მდე სიგრძის ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, პარალელურად მოეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.

სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას გადაადგილება კომფორტულად შეეძლება“, - აღნიშნულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა