ქალაქ ამბროლაურში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა

ქალაქ ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 947 885 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

,,პროექტი მდინარე რიონისა და მდინარე კრიხულას სანაპიროებზე 7 სხვადასხვა სიმძლავრის კოლექტორის მოწყობას ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქუჩაზე ხორციელდება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ობიექტის დასრულების შემდეგ ქალაქში სრულად მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა იქნება, რომლითაც ქ. ამბროლაურში მცხოვრები ყველა ოჯახი ისარგებლებს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო