კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ისაუბრეს, ცირკულარული მიგრაცია იყო.

„ვისაუბრეთ ცირკულარულ მიგრაციაზე, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მოთხოვნაა ევროკავშირის პარტნიორების მიმართ. მზადყოფნა არის კვიპროსის მხრიდან, რომ ამ მიმართულებით და ამ კუთხით, ჩვენ ქვეყნებს შორის შედგეს შეთანხმება. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს იქნა ნათქვამი. საერთოდ, ყველანაირი დახმარება ჩვენს გზაზე, რომ მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ეს იყოს გაზიარებული კვიპროსის მიერ, როგორც ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პარტნიორის ევროკავშირში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა - საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა