გორში მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა

მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმის ორი ყველაზე აქტიური მონაწილიდან ერთი რუმინეთში, ხოლო მეორე - პოლონეთში გაცვლითი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ორი კვირით გაემგზავრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, ღონისძიება, რომლის მიზანიც მდგრადი განვითარებისა და მისი პრიორიტეტების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება იყო, გორის მერიის თანადაფინანსებით ჩატარდა.ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს, რომლებშიც 100 - მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, გორის სასწავლო უნივერსიტეტი 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. მდგრადი განვითარება ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას გულისხმობს, ეკონომიკური განვითარების ისეთი ფორმით, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებს მოიცავს.

ფორუმი გორში პირველად გასულ წელს ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა