“სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“-ის პროექტების შერჩევა იწყება

“სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ - ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი სლოგანით - „მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს!“ იწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული პროცესი ექვს ეტაპს მოიცავს და 18 აპრილიდან 5 ოქტომბრამდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობა მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს შეარჩევს.

მერის ბრძანების საფუძველზე, უკვე მომზადდა პროგრამის განვითარების გეგმა და სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები საკუთარ ინიციატივებს წარმოადგენენ.

მათივე ინფორმაციით, განვითარების გეგმის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ინფრასტრუქტურული, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სოციალური პროექტი, რომლის ღირებულება არანაკლებ 50 ათასი ლარი იქნება.

ჩატარდება საინფორმაციო კამპანია და სამუშაო შეხვედრები, სადაც მოქალაქეებს საპროექტო განაცხადის ფორმებიც დაურიგდებათ. დაინტერესებულ პირებს განაცხადების მისაღებად შეუძლიათ მერის წარმომადგენლებსაც მიამართონ ან დოკუმენტი მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (gori.gov.ge) მოიძიონ (http://gori.gov.ge/samoqalaqo-biujeti). შევსებული აპლიკაციების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება როგორც მერიაში ან მერის წარმომადგენელთან, ასევე ელექტრონულად ელ. ფოსტის მისამართზე - samokalakobiujeti.gori@gmail.com.

“სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ - ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.

„პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ტერიტორიულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება, 2 800 000 ლარია.

პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მეოთხე წელია ხორციელდება“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა