წალკაში აჭარიდან და სვანეთიდან ჩასახლებულმა ოჯახებმა აქცია გამართეს

აჭარიდან და სვანეთიდან ჩასახლებულმა ოჯახებმა წალკის ცენტრში საპროტეტსტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც მათ ეკომიგრანტის სტატუსს მიანიჭებს და სტატუსის მინიჭების შემდგომ კი საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში გადასცემენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წლებია ითხოვენ სტატუსის მინიჭებას. მათი განცხადებით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ისინი წალკაში, როგორც ეკომიგრანტები ისე ჩაასახლა, თუმცა მათ ამ დრომდე ოფიციალური სტატუსი არ აქვთ და შესაბამისად სახელმწიფოსგან სახლებსა და მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ იღებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩამოსახლებული 2500 ოჯახიდან საცხოვრებელი სახლი მხოლოდ 400 ოჯახს აქვს საკუთრებაში სახელმწიფოსგან გადაცემული, დანარჩენები კი ადგილობრივი ბერძნების სახლებში არიან შესახლებულები და გამოსახლებას ყოველდღე ელოდებიან.

აქციის მონაწილეებმა, მათი პრობლემების გადაჭრის მიზნით, სამთავრობო კომისიის შესაქმნელად, ხელისუფლებას ვადა პირველ მაისამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ისინი აცხადებენ, მორიგ საპროტესტო აქციას დედაქალაქში გამართავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა