გუდაური-კობის მონაკვეთზე თოვლში ჩარჩენილი 20 მგზავრი გამოიყვანეს

კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილი 20 მგზავრი და ავტოტრანსპორტი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, დღეს დილას, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, თუმცა მოძრაობის შეზღუდვამდე აღნიშნულ გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოცურების შედეგად საავტომობილო გზა ჩაიკეტა. ამან ავტობუსისა და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩარჩენა გამოიწვია.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარეს ჩარჩენილი ავტოტრანსპორტისა და ხალხის უსაფრთხოდ გამოსაყვანად.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაური-კობის მთელი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს დაწესებული რეჟიმის მოხსნის შედეგ დაიწყებს“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო