ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მან საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრები დაიწყო.

"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი იქნება არსებული საარჩევნოსისტემის მანკიერ მხარეზე და ხელისუფლების იმ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.

,,დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს და შეხვედრაზე მას გავუზიარე ჩემიპარტიის პოზიცია. მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაშიარსებული ვითარების შესახებ. კერძოდ იმაზე, რომქვეყანაში, სადაც ოლიგარქის არაფორმალური მმართველობაა, დემოკრატიაზე საუბარი არისზედმეტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლება არ აპირებს საარჩევნოსისტემის შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგიც ისეთივე გაყალბებულიდა მანიპულირებული იქნება, როგორც ეს აქამდეიყო. ასევე, საგანგაშოა ის, რომ იკვეთება სასამართლო სისტემის კონტროლი და ვენეციის კომისიის დასკვნის იგნორირება. ამდენად, რთულია იმედისმომცემი პროგნოზი გავაკეთოთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ,,დემოკრატიული მოძრაობა" აქტიურად იწყებს მზადებას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, უახლოეს პერიოდში იგეგმება პარტიის ყრილობა და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებლია, რომ ევროკავშირის ელჩი გაეცნოს პარტიის ხედვებს.

ამის გარდა, პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ,,დემოკრატიულ მოძრაობას" სურს, რომ არჩევნები ჩატარდეს სტაბილურ ვითარებაში, მაგრამ თუ ხელისუფლება კვლავ გადაწყვეტს მოსახლეობის დაშინებას, მოსყიდვას და ბიულეტენების გაყალბებას, ამას ,,დემოკრატიული მოძრაობა“აღარ შეურიგდება და ნებისმიერ შესაძლო შედეგზე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ხელისუფლება.

მისივე თქმით, ის შეხვდება ყველა ქვეყნის ელჩს და შესაბამისი შეხვედრები უკვე დანიშნულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა