ბელორუსის ელჩი რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას შეხვდა

ბელორუსის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიახილ მიატლიკოვი, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტში შეხვედრას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, ააიპ ,,რუსთავის კორპუსის“ დირექტორი ზვიადი ლაბაძე და ბელორუსის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ბელორუსული წარმოების ლიფტების შესაძლო რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციას, ასევე ქალაქში, ბელორუსული პროდუქციის მაღაზიების ქსელის გახსნისა და ქალაქისათვის კომუნალური ტექნიკის შესაძლო მიწოდების საკითხებს.

როგორც მიხაილ მიატლიკოვმა განაცხადა, რუსთავში ბელორუსული წარმოების, მაგილიოვის ქარხნის უამრავი ლიფტია, რომელიც რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციას საჭიროებს.

,,მერთან შეხვედრისას ვისაუბრეთ რუსთავში ბელორუსული პროდუქციის მაღაზიების ქსელის გახსნის შესაძლებლობაზე, თბილისში უკვე მუშაობს 11 ასეთი მაღაზია და ვთვლით, რომ შესაძლებელია ასეთი მაღაზიები გაჩნდეს რუსთავშიც. ამასთანავე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, რუსთავში არის უამრავი ბელორუსული ლიფტი მაგილიოვის წარმოების. ჩვენი სპეციალისტები დღესდღეობით სწავლობენ ამ ლიფტების მდგომარეობას, იმისათვის, რომ შესთავაზონ რუსთავის მოსახლეობას მათი რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია. ამასთანავე განვიხილეთ, ქალაქის დასუფთავებისათვის საჭირო ბელორუსული წარმოების კომუნალური ტექნიკის მოწოდების შესაძლებლობები. რუსთავი ლამაზი და დიდი ქალაქია და რა თქმა უნდა მას მოვლას სჭირდება“, - განაცხადა ბელორუსიის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მახაილ მიატლიკოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს