მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ

პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან შესახვედრად მთავრობის წევრები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ჩავიდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა, უხუცესთა და ქალთა საბჭოების წევრებს, ხეობის მკვიდრ ახალგაზრდებს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარების მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე, ენერგეტიკულ და ტურისტულ პოტენციალზე და გარემოს დაცვის საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„პანკისის ხეობის განვითარების გეგმა ითვალისწინებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული მიმართულების პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო გეგმავს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი უწყებების კომპეტენტური დასკვნები. მნიშვნელოვანია აღნიშნულ დასკვნებზე მოსახლეობის წვდომისა და სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყოს, რათა კომუნიკაციის მიმართულებით ხარვეზმა ხეობის განვითარების პროცესი არ შეაფერხოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა