რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი ზვიად როსტომაშვილი, რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ,- ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები, პროფესიულ სასწავლებელს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან, რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ეწვივნენ.

„სტუმრები პროფესიული სასწავლებლის სპეციალობებსა და მიმართულებებს გაეცნენ, დაათვალიერეს კოლეჯის ბაზაზე არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია- ,,ფაბლაბის“ დანადგარები და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები.

რუსთავის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარამდე იხარჯება. პროექტის ფარგლებში, სრულიად განახლდება და აღიჭურვება კოლეჯის ორი კორპუსი. სამუშაოები ამჟამად დასრულების ფაზაშია,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ,,მოდუსის“ რეაბილიტაციის პარალელურად, ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების, კერძოდ მარნეულში #1 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციასაც აწარმოებს, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუტაციაში. სკოლის მშენებლობა უკვე დასრულდა და ამჟამად სამღებრო და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სკოლის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი, ექიმის კაბინეტი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა