წელს გორის მერიამ 18 ამხანაგობის 22 პროექტი დააფინანსა

წელს გორის მერიამ 18 ამხანაგობის 22 პროექტი უკვე დააფინანსა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გორის მერმა ყიფიანის ქუჩაზე №11 მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.

„ პროექტი, რომელს ღირებულების 90% ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. ადგილობრივები კონსტანტინე თავზარაშვილთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების გარეშე აღნიშნული პროექტის განხორციელებასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ვერ შეძლებდნენ,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მიმდინარე წელს თანადაფინანსების მიზნით, 18-მა ამხანაგობამ უკვე წარმოადგინა მერიაში 22 საპროექტო ინიციატივა. მათ შორის ყველა დაკმაყოფილდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 307 517, ხოლო მერიის დაფინანსების წილმა 272 616 ლარი შეადგინა.

სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წლების მანძილზე ხორციელდება.

ცნობისთვის, გასული წლისგან განსხვავებით, 2019 წელს პროგრამის ფარგლებში გარდა პროექტის ღირებულების 90%-ისა, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.

თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს, რაც ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს