ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.მას ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, მას ჭრილობები მუცლის და გულმკერდის არეში აღენიშნება. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს აზუსტებენ.

























