კახა კახიშვილი - ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც თავად  ქობულიასთან, ასევე თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც თავად გიორგი ქობულიასთან, ასევე ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან. აღნიშნულის შესახებ კახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნაცვლად, ნათია თურნავას დანიშვნის გადაწყვეტილების მიზეზებზე მთავრობის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. კახიშვილის თქმით, ხვალ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე დამატებით განმარტებებს გააკეთებს.

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე დაინიშნა ნათია თურნავა. გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ასევე, რა თქმა უნდა, დანიშვნის დროს ქალბატონ ნათია თურნავასთან, ამავდროულად, უმრავლესობის ლიდერებთან. როდესაც ვსაუბრობ, რომ კონსულტაციის შედეგად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციის შედეგად გადაწყდა. სხვა განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე", - განაცხადა კახიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ