„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისა  და სხვა ტერმინალების თანამშრომლებისთვის გარბენი გაიმართა

მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის HSSE - შრომის დაცვის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სამსახურის ორგანიზებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისა და სხვა ტერმინალების თანამშრომლებისთვის გარბენი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გარბენი #APMTPotiRUN სახელით, მალთაყვის სანაპიროს ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობას მოყვარული, არაპროფესიონალი ადამიანები იღებდნენ.

„ჯანმრთელობის დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი ფოკუსია. ამ მიზნით ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა სახალისო ღონისძიება, რომელიც თავისი არსით ხელს შეუწყობდა აღნიშნული იდეის გავრცელებას და ამ აქტივობით მეტ ადამიანს მოვუწოდებდით დაენერგა ჯანსაღი ცხოვრების ეს წესი. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ მასში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება“ - აცხადებენ ნავსადგურის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, გარბენის შემდეგ, ოქროს ტბის კომპლექსთან არსებულ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახალისო აქტივობა გაიმართა, გამარჯვებულები კი სხვადასხვა პრიზებით დასაჩუქრდნენ.

ღონისძიების განმავლობაში, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

კამპანიის ფარგლებში ნავსადგური ასევე ადგილობრივი სკოლების დაბალკლასელი მოსწავლეებისთვის სესიებს მასპინძლობს, სადაც უმეტესწილად ბავშვების ჩართულობით და აქტიურობით, ისინი მიდიან სწორ პასუხებამდე თუ რას გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და როგორ უნდა მისდიონ მას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს