მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის HSSE ორგანიზებით ღონისძიებები გაიმართა

მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის HSSE - შრომის დაცვის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სამსახურის ორგანიზებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით #InspireHealthcare კამპანია ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კამპანია #APMTPotiRUN სახელწოდებით გაიხსნა, რომელიც მოყვარულთა გარბენს გულისხმობდა, მას შემდეგ კი კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი სკოლების დაბალკლასელი მოსწავლეებისთვის სამ სხვადასხვა სესიას უმასპინძლეს, სადაც მოსწავლეებმა თავიანთივე ჩართულობითა და აქტიურობით ისაუბრეს და მიიღეს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით - თუ რას გულისხმობს ის კონკრეტულად და როგორ უნდა მისდიონ მას.

სესიებში მონაწილეობას დაინტერესებული საჯარო სკოლების (ქ. ფოთის №1, №4 და №5 სკოლები) I-IV კლასის მოსწავლეები იღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გარბენში, რომელიც ფოთის პორტის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობას კომპანიის თანამშრომლები, კონტრაქტორები და მოწვუელი სტუმრები იღებდნენ, გარბენის შემდეგ კი ოქროს ტბის კომპლექსთან არსებულ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახალისო აქტივობა, გათამაშება და მონაწილეებისა და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება და იმედს გამოთქვს, რომ ადგილობრივი საზოგადოება უფრო მეტ ენთუზიაზით ჩაერთვება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს