ზუგდიდში, სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი 28 წლის ახალგაზრდა კვლავ მართვით სუნთქვაზეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი 28 წლის ალიკა ლაგვილავას მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩება.

„მდგომარეობა მძიმედ რჩება, დინამიკაში გაუარესების გარეშე, მართვით სუნთქვაზე, უგრძელდება შესაბამისი ინტენსიური თერაპია", - აცხადებენ ზუგდიდის საავადმყოფოში.

ლაგვილავას ჭრილობები გულის და მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაცით, დაჭრილი და ბრალდებულიც მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან და ისინი გრიგოლიშში საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ. ადგილობრივის ინფორმაციით, მათ შორის სიტყვიერი კამათი სწორედ იქ დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა