ბაზარზე „ქართული რძის“ ნიშანი გამოჩნდა

მარტიდან ქართულ ბაზარზე გამოჩნდა პროდუქტები ,,ქართული რძის“ ნიშნით. ნიშანი ეხმარება მომხმარებელს, დარწმუნდეს, რომ მის მიერ შერჩეული პროდუქტი ნამდვილად ნედლი რძითაა დამზადებული, არ შეიცავს მცენარეულ ცხიმსა და რძის ფხვნილს.

„კავკასიის რესურსცენტრის“ მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგად გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ მათ მიერ შეძენილი პროდუქტი იყოს ,,ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ნედლი რძისგან დამზადებული“, თუმცა მხოლოდ სახელითა და შეფუთვით უჭირთ სასურველი პროდუქტების გამორჩევა.

,,ქართული რძის“ ნიშნის დახმარებით კი ყველაფერი გაცილებით მარტივია. მოხმარებელს უკვე შეუძლია გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. „ქართული რძის“ ნიშნის გამოყენების უფლება აქვს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ და HACCP სერტიფიცირებულ რძის ნებისმიერ საწარმოს, რომელიც რძის პროდუქტების წარმოებისთვის იყენებს ნედლ რძეს, ახდენს მის პასტერიზაციას და უვნებელ საწარმოო პირობებში ამზადებს ყველსა და რძის სხვა პროდუქტებს. თუკი საწარმო დოკუმენტურად და ვიზუალური შემოწმებით ვერ დაადასტურებს, რომ წარმოებაში ნედლ რძეს იყენებს, „საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი“ არ მისცემს ნიშნის გამოყენების ნებართვას.

დამოუკიდებელი ორგანიზაცია რეგულარულად ატარებს რძის საწარმოების აუდიტს, ხოლო მონაცემები ახლდება ვებგვერდზე - www.georgianmilk.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია გადაამოწმოს მის მიერ შერჩეული პროდუქტი და მიიღოს სრული ინფორმაცია საწარმოსა და პროდუქტების შესახებ.

„ქართული რძის“ ნიშანს უკვე იყენებს ყველის მწარმოებელი შვიდი საწარმო: „წინწყარო+“, „მილკენი“, „ყველის ქოხი“, „ცივის ყველი“, „ი.მ. ცოლაკ გრიგორიან”, ,,ი.მ. კარენ სიმონიან“ და ,,რ.კ. ხიზა“.

პროდუქტები „ქართული რძის“ ნიშნით უკვე შეგიძლიათ იხილოთ სუპერმარკეტებში: „ზღაპარი“, „სპარი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ფრესკო“.

განცხადება ნიშნის გამოყენებაზე უკვე ოცდაორმა მეწარმემ დაარეგისტრირა. დარეგისტრირებულ საწარმოთაგან ორს პირობების გასაუმჯობესებლად ერთთვიანი ვადა აქვს მიცემული, ცამეტმა კი შემოწმებისთვის უკეთ მოსამზადებლად თავად მოითხოვა დრო. „ქართული რძის“ ნიშანი რეგისტრირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი. „საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის“ ნებართვის გარეშე ნიშნის გამოყენების უფლება იკრძალება კანონით.

ნიშანი მხარდაჭერილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

(R)

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც