გეგა გეგეშიძის ადვოკატი - ცდილობენ, ზურაბ დათუნაშვილი მსხვერპლად მოგვივლინონ, არადა, ეს ასე არ არის

რატომღაც, ცდილობენ, ზურაბ დათუნაშვილი მსხვერპლად მოგვივლინონ, არადა, ეს ასე არ არის. ყველა მსგავსი ინციდენტის პროვოცირება დათუნაშვილის მხრიდან ხდება, ეს არ არის პირველი შემთხვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დათუნაშვილის ცემაში ჭიდაობის ფედერაციის ბრალდებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი ზურაბ დათუნაშვილის პროვიცირებული იყო და აღნიშნულ ბრალში გეგეშიძე უდანაშაულოა.

"ზურა დათუნაშვილი არის პიროვნება, რომელიც ყველა შეჯიბრის შემდეგ, როცა წაგება ხდება, ჩხუბობს ხოლმე, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთი ინფორმაცია გავრცელებული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებითაც, რაც პირადად არაერთხელ მინახავს, მაგრამ ამაზე რატომღაც რეაგირება არ მომხდარა.

დათუნაშვილი ამ საქმეში, როგორც დაზარალებული გვევლინება. ევროკავშირის შეჯიბრზე, რომელიც ბუქარესტში მიმდინარეობდა, მხოლოდ იმის გამო, რომ შეჯიბრის დროს სხვა სპორტსმენმა ზურაბ დათუნაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ის სპორტსმენს ფიზიკურად საშინლად გაუსწორდა. ამის გამო არც საქმის გამოძიება დაწყებულა, არც ცემაში და ძალადობაში დაუდანაშაულებია ვინმეს დათუნაშვილი", - აცხადებს ცუცქირიძე.

მისივე განმარტებით, ბრალში გეგა გეგეშიძე გამართლდება.

"გეგეშიძემ ორჯერ მოიქნია ხელი და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ფედერაციის პრეზიდენტი, ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა. რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ აცნობს. მას სპორტის სასახლეში დანაშაულის შემცველი ქმედება არ ჩაუდენია, უარესი ქმედებები აქვს ჩადენილი ზურაბ დათუნაშვილს, მაგრამ ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. რატომ ხდება ასეთი შერჩევითი მიდგომა?

გვაქვს იმის იმედი, რომ გეგეშიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოვა. გეგეშიძე თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას", - განაცხადა ცუცქირიძემ.

ადვოკატი საკუთარი შუამდგომლობით სასამართლოს სთხოვდა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოეთხოვა იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ზურაბ დათუნაშვილს 2013 წლიდან დღემდე, ევროკავშირის შენგენის რომელიმე ქვეყანაში შესვლა აკრძალული და რა მიზეზით. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ამ ფაქტს გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესთან კავშირი არ აქვს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა გეგეშიძის ადვოკატისთვის.

საპირისპიროს აცხადებს პროკურატურა. როგორც საქმის პროკურორი, დავით კიკაჩეიშვილი განმარტავს, სასამართლო მტკიცებულებების საფუძველზე გეგა გეგეშიძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვა ვთქვით, სადაც ყურადღება გავამახვლიეთ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარე შეეცდება დაადასტუროს გეგეშიძის ბრალეულობა ხსენებულ დანაშაულში. საუბარია თავად დაზარალებულის, მათ შორის, შემსწრე პირების ჩვენებებზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე, რაც სასამართლო განხილვების დროს გამოკვლეული იქნება. დარწმუნებული ვართ, სასამართლო აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, ჭეშმარიტ გადაწყვეტილებამდე მივა, რაც გამამტყუნებელი განაჩენი იქნება.

ბატონ თამაზ გეგეშიძეს ვედავებით, რომ მან სხვა პირი ცემა, რის დადასტურებასაც მთელი პროცესის განმავლობაში შევეცდებით და დარწმუნებული ვართ, შესაბამის შეფასებას მივაღწევთ“, - განაცხადა კიკაჩეიშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო