თორნიკე რიჟვაძე წაბლანას ტრაგედიის 30 წლისთავთან დაკავშირებით -  მადლობა თქვენ, რომ აძლიერებთ მთას, აჭარას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას

30 წელი გავიდა წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან. დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხულოს ეწვივნენ და 1989 წლის 19 აპრილს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 23 ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მტავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „დღეს არის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს.

მადლობა, რომ თქვენ აქ ამაგრებთ მთას, აჭარას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ქედს ვიხრი ამ საზარელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების წინაშე“.

მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ხეობაში არსებულ ვითარებას გაეცნო და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა. აჭარის მთავრობამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, 1989 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო. კომპლექსში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. სამინისტროს ბიუჯეტიდან საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 9 000 000 ლარი გამოიყო და ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო