დავით ბერძენიშვილი - სამი თვის წინ დანიშნული ლაშა ჟვანია უკვე მიდის და სალომე ზურაბიშვილს ვერ უძლებს

თუ ლაშა ჟვანიასთვისაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო უფროსი, მეტი რა უნდა ვთქვათ“, - ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ლაშა ჟვანიას მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები, ხელისუფლების რღვევაზე მიანიშნებს.

„თუ ლაშა ჟვანიასთვისაც კი შეუძლებლი აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო უფროსი, მეტი რა უნდა ვთვქათ. ლაშა ჟვანია ხომ ისეთი კაცია, თვინიერი და ა.შ, ესეც ხომ არ არის ხელისუფლება?! სასახლესთან დაკავშირებითაც რომ ვთქვათ, რამდენი ხანი გვითვალა ივანიშვილმა, რა ღირს ეს ერთი სასახლე. ახლა კიდევ ორი გვაქვს. ერთი, თურმე სადაც მუშაობს სალომე ზურაბიშვილი და მეორე, სადაც შეხვედრებს მართავს. რა არის ეს?! მიმდინარეობს ხელისუფლების რღვევის პროცესი. ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა, მაგრამ 8 თვის წინ დანიშნული მინისტრი ქობულია მიდის და ის საკითხია - ან რისთვის მოგყავდით, ან რისთვის მიშვებთო. 3 თვის წინ დანიშნული ლაშა ჟვანია უკვე მიდის და სალომე ზურაბიშვილს ვერ უძლებს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ლაშა ჟვანია 1-ელი მაისიდან ტოვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და მუშაობას საპატრიარქოში აგრძელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა