ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2019

სალომე ზურაბიშვილს ლაშა ჟვანია გაექცა

სოსო ცინცაძე - “ზალკალიანი სუსტი მინისტრია, ციხელაშვილის სამინისტრო გასაუქმებელია, თურნავა ქრონიკული მოადგილეა...”

* * *

სალომე ზურაბიშვილს ლაშა ჟვანია გაექცა

“მთავრობასა და პარლამენტში დაწყებულ არეულობას პრეზიდენტმაც გამოუცხადა სოლიდარობა - 19 აპრილს ლაშა ჟვანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს. ხმები ლაშა ჟვანიას წასვლის შესახებ 9 აპრილს გავრცელდა - საქართველოს პრეზიდენტს 9 აპრილს ბევრი იაღლიში მოუვიდა. იაღლიშის რანგში გადიოდა ის განმარტებებიც, რომლებიც ჟვანიამ ამ იაღლიშებთან დაკავშირებით გააკეთა. მაშინ ჟვანიას წასვლის შესახებ გავრცელებულ ხმებს მედიის მონაჭორი უწოდეს. 19 აპრილს კი თავად ლაშა ჟვანიამ განაცხადა მივდივარო. ეს სიახლე მან ერს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა. ჯერ კიდევ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გვპირდება, რომ თანამდებობას პირველი მაისიდან დატოვებს. ამ პოსტიდან ირკვევა, რომ მას წასვლის სურვილი ჯერ კიდევ წინა წინა თვეში გასჩენია”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით სალომე ზურაბიშვილს ლაშა ჟვანია გაექცა / საპატრიარქო თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო - სად წავა ლაშა ჟვანია.

“მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტსა და მთავარსარდალს - მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია. ჩემს მეგობრებს კარგად გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მე გადავსულიყავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ წერილს დავურთე ჩემი “განცხადების მაგიერი” ღია მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. მისმა უწმინდესობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მიმართვა - გადავსულიყავი ადმინისტრაციაში, მაგრამ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება პატრიარქის ფონდიდან გათავისუფლების შესახებ. ახლა, 1 მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებს მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან. ახალი დავალებაც გვაქვს - ფონდი ორიენტირებული იქნება რეგიონებში, საპატრიარქოს მონასტრებთან მეწარმეობის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სწავლებაზე, მომზადებსა და ხელშეწყობაზე. კონკრეტულ პროგრამას წარვუდგენთ ფონდის მმართველ საბჭოს” - წერს ლაშა ჟვანის ფეისბუქში. ამავე პოსტში ის მადლობას უხდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. “ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ ჟვანიამ გადაწყვეტილება ზურაბიშვილთან კამათის შემდეგ მიიღო. სალომე ზურაბიშვილთან მუშაობა რომ ადვილი არ არის, ამას არავინ უარყოფს - ვისაც მასთან რამე შეხება ჰქონია ყველა ამბობს, რომ ეს ქალი ყველას ზემოდან უყურებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ჟვანიამ მუშაობა არა საპატრიარქოში, არამედ საგარეო უწყებაში გააგრძელოს. “ოცნებაში” არის მეორე ვარაუდიც, რომ ეს წასვლა პრეზიდენტთან არის შეთანხმებული და შეიძლება ზურაბიშვილმა მისი ელჩად ან საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მოითხოვოს. დაახლოებით 3 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილს სთხოვა, ელჩებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მე დავნიშნავო. ჟვანიას საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს. უს რამდენიმე წლის გამავლობაში ისრაელსა და კვიპროსში საქართველოს ელჩიც იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

“2008 წლის ივლისიდან ლაშა ჟვანია იყო პარლამენტის წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის 10 დეკემბერს მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე სისტემაში მკაცრი მენეჯმენტისა და რეფორმების განხორციელების საჭიროების გამო პრეზრდენტ სააკაშვილის შეთავაზებით დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად. 2009 წელს პრემიერ გილაურის გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა სამინისტროს “არადამაკმაყოფილებელი და არაკოორდინირებული მუშაობის” გამო. თავის მხრივ ლაშა ჟვანიამ გილაურს “სუსტი პრემიერი” უწოდა, რომელმაც მენეჯმენტის ელემენტარული პრიცნიპები არ იცის და განაცხადა, რომ დაპირისპირება გილაურთან “ძალიან მნიშვნელოვან” საკითხებზე ჰქონდა, მათ შორის “ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, რომელიც დასაჩქარებელია და სასიცოცხლოდ აუცილებელია”. 2010 წლიდან ლაშა ჟვანია პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელია, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2018 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა... მადლობებს ლაშა ჟვანია მიხეილ სააკაშვილსაც უხდიდა, როდესაც ის მინისტრობიდან წამოვიდა. ერთ-ერთ გადაცემაში კი თქვა, რომ სოფელშიც რომ იმუშაოს მიწაზე, მაინც სააკაშვილს მხარდამჭერად დარჩება. მერე, ეტყობა, ეს დანაპირები დაავიწყდა და სხვა ყოფილ ნაცებთან ერთად მიშას გმობას შეუდგა”, - დასძენს გამოცემა.

სოსო ცინცაძე - “ზალკალიანი სუსტი მინისტრია, ციხელაშვილის სამინისტრო გასაუქმებელია, თურნავა ქრონიკული მოადგილეა ...”

“თავის დროზე ბატონი ქობულიას მოსკოვიდამ ჩამოყვანა შეცდომა იყო. ის არ იცნობდა ქართულ რეალობას, ვერ გრძნობდა ქვეყნის სოციალურ ვითარებას. ის ვერ გახდა ქვეყნის რეალური მინისტრი... ვინ არის ნათია თურნავა?! ყველა მთავრობაში, გარდა ზვიად ფამსახურდიას მთავრობისა, მინისტრის მოადგილე იყო. ის ქრონიკული მოადგილეა, მინისტრი ვერასდროს გახდება. მერე რა, რომ დაინიშნა. მე მეეწვება, რომ თურნავა დამოუკიდებელი, რეალური პოლიტიკოსი გახდეს. პოლიტიკაში ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ეკონომიკრ პოლიტიკას, იდეებთან ჭიდილს და ა.შ. ამას ის ვერ შეძლებს”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: “ზალკალიანი სუსტი მინისტრია, ციხელაშვილის სამინისტრო გასაუქმებელია” / “ნათია თურნავა ქრონიკული მოადგილეა”.

“ტალეირანი, რიშელიე, ბისმარკი რომ გააცოცხლოთ და ერთად დანიშნოთ, რაც დღეს არის საგარეო მიმართულებით, შედეგი იგივე იქნება. აქ კონტექსტია მნიშვნელოვანი. თუმცა, რასაკვირველია, მე პროფესიონალზმს არ უარვყოფ, პირიქით, ლამის ქადაგადაც დავვარდე, რომ მაღალი დონის დიპლომატები გვჭირდება, რომ პროფესიონალები არიან საჭირო, რადგან ჩვენ ისედაც ცუდ დრეში ვართ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ზალკალიამი სუსტი პროფესიონალია. გაცილებით უარეს სიტუაციაში იყვნენ ალექსანდრე ჩიკვაიძე, ირაკლი მენაღარიშვილი, ელჩებს ხელფასს ვერ აძლევდნენ, საელჩოების იჯარის ვალი გვქონდა, მაგრამ მაინც რაღაცას ახერხებდნენ თავისი მაღალი პროფესიონალიზმის ხარჯზე. საგარეო საქმეთა მინისტრი თუ არ არის მაღალი დონის დიპლომატი, ჩვენნაირ ქვეყანას კი არა, მერწმუნეთ აშშის გაუჭირდება დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობა. დიპლომატია ის დარგია, სადაც შეცდომა არ არსებობს. კიდევ ერთი -ჩვენ აღმოსავლელი ხალხი ვართ, სადაც მლიქვნელობა და არა ერთგულება ფასობს ძვირად. ზალკალიანმა თავის პარტიას უღალატა, თანაც ადრე განაცხადა, მივდივარ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ საგარეო კურსი შეიცვალაო. მაგრამ მინისტრი რომ გახდა გაირკვა, რომ მთავრობას არც კურსი შეუცვლია და არც არაფერი”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე და შეკითხვაზე - “ამბობენ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ზალკალიანის გარდა ციხელაშვილის გაშვებითაც გაგრძელდება...” - პასუხობს:

“მე ვურჩევდი პრემიერს, რომ ციხელაშვილის სამინისტრო გააუქმოს და საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნას დეპარტამენტი, როგორც დიასპორასთან დაკავშირებით მოხდა. რა გააკეთა ციხელაშვილმა?! ვიღაცები იტყვიან, ციხელაშვილი ხომ ვერ დაიბრუნებდა ტერიტორიებსო... ერთი ხმაურიანი კონფერენცია მაინც მოეწყო ბრიუსელში, ევროსაბჭოში, ეთქვა საერთაშორისო დამკვირვებებისთვის, საოკუპაციო ხაზზე ამ დამკვირვებლების ფონზე რომ იტაცებენ ჩვენს ხალხს, რომ ცხოვრება გამწარებული აქვთ ამ ადამიანებს, ყანა ვერ მოუთოხნიათ და ძროხა ვერ გაუშვიათ საძოვარზე. ამისთვის გვჭირდება ციხელაშვილი და არა იმისთვის, რომ მინისტრი ერქვას და მანქანა ემსახურებოდეს. ზაქარეიშვილი უფრო აქტიურობდა, კონტაქტები ჰქონდა, ინიციატივებით გამოდიოდა... ეს სამინისტრო საერთოდ გასაქუმებელია, მაინც არაფერს აკეთებს”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო