ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნებით უკრაინის მოქალაქე 10 ბავშვი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით უკრაინის მოქალაქე 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.

„წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი სისუსტე. სავარაუდოდ, დიაგნოზი არის დაუზუსტებელი საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კვლევები“, - განაცხადა კლინიკის პედიატრმა მზია გერგედავამ.

მისივე ინფორმაციით, ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან, მათ შორის ყველაზე უმცროსი 7 თვის, ხოლო უფროსი 11 წლისაა. დღეს მათ სპეციალიზირებულ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

იხილეთ ვიდეო: "აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სისუსტე" - 10 ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა