ელენე ხოშტარია - არ მომწონს, გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ბავშვებივით რომ ჩხუბობენ

ძალიან არ მომწონს, მაგალითად, გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ბავშვებივით რომ ჩხუბობენ. არც ერთის მხრიდან არ მომწონს და ამას გიგი უგულავასაც ვეუბნები და ღიადაც ვამბობ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „7 VS 1“, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მან საპრეზიდენტო არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზეზები განმარტა.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პრინციპული განსხვავებები აქვთ და მათი გაყოფა სწორედ ამიტომ მოხდა და არა იმიტომ, რომ „უგულავამ და სააკაშვილმა წაიჩხუბეს“.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ყველას ერთს გვეძახის, იმიტომ, რომ მას ასეთი პოლიტიკური კონსტრუქცია სჭირდება - „ისინი ყველანი წარსულია და თუ მე წავაგებ, ბუა მოდის“. „ბუას“ სახით ვართ ჩვენ ყველანი. ვაშაძის მხარდაჭერა იყო არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სააკაშვილს რა დაჭირდა, არამედ, ეს იყო ქვეყნის ინტერესი, რომელიც ჩვენ წინასწარ გვქონდა დაფიქსირებული. საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, უნდა იყოს პროპორციული სისტემა, თუ პროპორციული სისტემა არ იქნება, მაშინ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს გარკვეული შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებში. ეს ერთიანობას კი არ ნიშნავს, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მართლა პრინციპული განსხვავებები გვაქვს და იმიტომაც გავიყავით. მე ძალიან არ მომწონს, მაგალითად, უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ბავშვებივით რომ ჩხუბობენ. არც ერთის მხრიდან არ მომწონს და ამას გიგი უგულავასაც ვეუბნები და ღიადაც ვამბობ. პოლიტიკა პირადი ურთიერთოებების გარკვევის სივრცე არაა. ჩვენ განსხვავებები გვაქვს ამ პარტიასთან წარსულზეც, მომავალზეც და ეს არის ნორმალური. ორი სხვადასხვა პარტია ვართ, განსხვავებული შეხედულებებით. ამიტომ ვართ გაყოფილები და არა იმიტომ, რომ უგულავამ და სააკაშვილმა წაიჩხუბეს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა