თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ღამის მარათონში ჩაერთო

ბათუმში ღამის მარათონი გაიმართა. ასპარეზობაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1 200-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. გარბენში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. მან სპორტსმენებს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

“ბათუმი, როგორც ევროპის სპორტის ქალაქი, დღეს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. საერთაშორისო ღამის მარათონი ‘Great Batumi Night Race” ჩვენს ქალაქში უკვე მეორედ იმართება. ასპარეზობაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1200 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ბათუმში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში მზად იყოს მასშტაბური და საინტერესო სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად“ , - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიებამ სტარტი ბათუმის ბულვარიდან აიღო და ოთხი ტიპის გარბენს მოიცავს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქველმოქმედოა და მონაწილეებისგან შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდს „ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს“ მოხმარდება.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა