უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. დაახლოებით 30.000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. უკრაინელ ამომრჩევლებს ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე შეეძლებათ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის დამკვირვებლების სტატუსით 2.7 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული, რომლებიც 20 საერთაშორისო ორგანიზაციასა და 21 სახელმწიფოს წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალათ არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით დასწრება.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი გავიდნენ.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რესპონდენტთა 68.4% მზად არის მხარი დაუჭიროს ვლადიმერ ზელენსკის, ხოლო 31.6% კი პეტრო პოროშენკოს.

საპრეზიდენრტო არჩევნებზე უკრაინელებს ხმის მიცემა 72 ქვეყანაში შეეძლებათ. გამონაკლისი რუსეთია, სადაც არჩევნები არ გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია