წყალტუბოს პარკში შადრევნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ წყალტუბოში, წყალტუბოს პარკში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შადრევნის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს წყალტუბოს პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას. ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, შადრევნის მოპირკეთებასა და მართვის შენობის მოწყობას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შენგელიას განცხადებით, წყალტუბოს პარკი ტურისტული და რეკრეაციული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილია.

,,მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს ინვესტიციას წყალტუბოში. წყალტუბოს პარკი როგორც ტურისტულად, ისე რეკრეაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით პარკში გრძელდება შადრევნის რეაბილიტაციის პროექტი. შადრევანი გახლავთ ტრადიციული, ისტორიის შემადგენელი ნაწილი და დამასრულებელი ფაზა იმ დიდი პარკის რეაბილიტაციისა, რომელიც ფონდმა განახორციელა,“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა