დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის ღონისძიებათა მხარდაჭერა, საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაცია და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

დოკუმენტს ხელი სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ მოაწერეს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო ხელს შეუწყობს: ბოტანიკური ბაღის მიერ დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული საქართველოს ფლორის სახეობების IUCN-ის კრიტერიუმებით შეფასების სამუშაოებს; ბოტანიკურ ბაღს გაუზიარებს გამოცდილებას გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ვიზიტორთა პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ჩაერთვება ბოტანიკური ბაღის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში, შეხვედრებსა და დისკუსიებში;ხელს შეუწყობს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

„ურთიერთთანამშრომლობა ასევე გულისხმობს, ვიზიტორთა პროგრამების შემუშავებას, ეკოსაგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს როგორც სახეობების, აგრეთვე ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვას და ჩვენი საარსებო გარემოს კონსერვაციას,“ - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს