გიორგი გახარია - მოვერევით ყველაფერს, ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა

მოვერევით ყველაფერს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

„თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლოების ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს.

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზრალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში ჩავიდა, სადაც დილიდან დაძაბული ვითარებაა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს