გიორგი გახარია პანკისელებს - ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჰესის გულისთვის, ფორმაში ადამიანებს ქვები უნდა ესროლოთ?! აგერ მოვედი და ვილაპარაკოთ

გასაყოფი რა გაქვთ, - ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას პანკისის ხეობაში.

„ჰესის საწინაღმდეგო თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია, რისი გულისთვის? - 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?! ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი ვდგავარ და ვილაპარაკოთ“, - მიმართა გიორგი გახარიამ პანკისელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდაპირველად,როდესაც პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, მხოლოდ 35 პოლიციელი იყო მობილიზიებული, დამატებითი ძალის შეყვანა ხეობაში კი მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ადგილზე ვითარება დაიძაბა.

„დამატებითი ძალების შემოსვლა მოხდა მაშინ, როდესაც კონფლიქტი უკვე მწვავე ფაზაში იყო შესული. სამშენებლო კომპანიას, როდესაც აქ სამუშაო განაახლა, შემოჰყვა 35 პოლიციელი“, - განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრი ხეობაში, სადაც დილიდან დაძაბული ვითარებაა, ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო