ფოთში, გეზთან ახლოს მცხოვრებლებმა დასახლებულ ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს

ფოთში, გეზთან ახლოს მდებარე ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ბლოკირებული იყო სატრანსპორტო მაგისტრალი.

აქციის მონაწილეებმა, დასახლებაში მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნული მანქანებით ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირება უსაფრთხების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

როგორც ისინი აცხადებენ, მერიას აღნიშნული საკითხით დაინეტერესების მიზნით ოთხჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„ამ ქუჩაზე ვცხოვრობთ როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე ადგილობრივები. მძიმეწონიან მანქანებს ტვირთები ისე გადააქვთ, რომ არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული. მთელი ღამის განმავლობაში საშინელი ხმაურია, საყვირების ხმა ისმის. ხალხი იწამლება, რა ნივთიერებები გადაქვთ, არ ვიცით. ყოველ კვირა ერთ მიცვალებულს ვასვენებთ ფილტვების დაავადებით გარდაცვლილს. პორტში მუდმივად სხვადასხვა სახის ტვირთი შემოდის. ქარის დროს საშინელი მტვერია და ვიხრჩობით. მერიას რამდენჯერმე მივმართეთ და ერთხელაც არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა. აქ ცხოვრება გაუსაძლისია. თუ პროლემას ვერ აგვარებენ, მაშინ გადაგვასახლონ სხვაგან,“ - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე ვეფხვია გულორდავამ.

შეკრებილებთან ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათი თქმით, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, რაშიც ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია.

“აქ ნორმების დარღვევით მიმდინარეობს თუ არა ტვირთების გადატანა, ამაში ჩვენ კომპეტენტური არ ვართ. მათ მოთხოვნაზე ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება, აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარების საკითხში. გარემოს დაცვის სამინისტროსთანაც შედგა კომუნიკაცია, აღნიშნული უწყების წარმომადგენლები ჩამოსულები იყვნენ, ვითარებას ადგილზე გაეცნენ და შესაბამისი ღონისძიებებიც გაატარეს, თუმცა დასკვნა ჯერ არ გვაქვს მიღებული. მიმდინარეობს საკითხის განხილვა და რეაგირების გარეშე არ დარჩება,“ - განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჯგერენაიამ.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

იხილეთ ვიდეო: ფოთში, გეზთან ახლოს მცხოვრებლებმა დასახლებულ ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის