შს მინისტრმა თელავის საავადმყოფოში დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შს მინისტრმა თელავის საავადმყოფოში დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები მოინახულა.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის ადამიანი, ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება იდენტიფიცირებული და დასჯილი.

გახარიას ინფორმაციით, პოლიციელებმა დაზიანებები ნასროლი ქვებისგან მიიღეს.

მისივე ინფორმაციით, ერთ პოლიციელს დაზიანება თავის არეში აღენიშნება.

„თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცრებული, ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა და იქნება დასჯილი. ამას ვპირდები თითოეულ ჩვენს პოლიციელს და ჩვენს მოქალაქეს. საბედნიეროდ მძიმე შემთხვევები არ გვაქვს. ერთი პოლიციელი თავის არეში არის დაზიანებული, რომელსაც ექიმები აკვირდებიან. იმედი გვაქვს აქაც სერიოზული გართულების გარეშე გამოვალთ“, - განაცხადა გაზარიამ.

შს მინისტრთან ერთად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სოზარ სუბარი.